რატომ არ არის სოციალური ქსელი საკმარისი ბიზნესის განვითარებისთვის

17 აპრილი, 2026
website or social media

 

დღეს ბიზნესების დიდი ნაწილი საკუთარ ონლაინ არსებობას მხოლოდ სოციალურ ქსელებზე აგებს. განსაკუთრებით Instagram და Facebook გახდა მთავარი არხები, სადაც კომპანიები აქტიურად აქვეყნებენ კონტენტს, ეძებენ კლიენტებს და ცდილობენ გაყიდვების ზრდას.

ერთი შეხედვით, ეს საკმარისიც კი ჩანს - გვერდი არსებობს, კონტენტი იტვირთება, მომხმარებლები რეაგირებენ. მაგრამ რეალურად, ეს მხოლოდ ზედაპირია.

თუ ბიზნესი მხოლოდ სოციალურ ქსელებზეა დამოკიდებული, ის საკუთარ ზრდას ზღუდავს.

სოციალური ქსელი - შენ არ გეკუთვნის.

სოციალური ქსელი შენი პლატფორმა არ არის. შენ უბრალოდ სტუმარი ხარ სისტემაში, რომლის წესებსაც სხვა ადგენს.

ალგორითმი განსაზღვრავს, ვინ ნახავს შენს პოსტს და რამდენ ადამიანამდე მიაღწევს შენი კონტენტი. ერთი ცვლილება და შენი reach შეიძლება მკვეთრად შემცირდეს.

ნდობა არ შენდება მხოლოდ პოსტებით

მომხმარებელი, რომელიც პირველად ხედავს შენს ბიზნესს, იშვიათად იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ სოციალური ქსელის კონტენტზე დაყრდნობით. მას სჭირდება დეტალური ინფორმაცია, სერვისის აღწერა და სანდოობის ფაქტორები.

სოციალური ქსელი არ არის გაყიდვების სრულფასოვანი არხი. მომხმარებელი სოციალურ ქსელში შემოდის გასართობად და არა აუცილებლად რაიმე სერვისის შეძენისთვის.

ამიტომ ყურადღება იფანტება და გადაწყვეტილებას იშვიათად იღებს მარტივად.

შენ ვერ აკონტროლებ მომხმარებლის გზას

სოციალურ ქსელში მომხმარებელი შეიძლება მარტივად გადავიდეს კონკურენტთან.

ვებგვერდზე კი შენ მართავ პროცესს და გამოცდილებას.

თუ არ ხარ Google-ში - არ არსებობ!

როდესაც მომხმარებელი რეალურად ეძებს სერვისს, ის Google-ს იყენებს.

თუ საიტი არ გაქვს, შენ უბრალოდ არ ჩანხარ.

 

დასკვნა

სოციალური ქსელი კარგია ცნობადობისთვის, მაგრამ არა საკმარისი ბიზნესის ზრდისთვის.

ვებგვერდი არის სტაბილური საფუძველი, რომელიც გარდაქმნის ინტერესს გაყიდვად.


მსგავსი სტატიები

კიდევ წაიკითხეთ

სამშენებლო კომპანიის ვებგვერდი: პორტფოლიო და ნდობა
სამშენებლო კომპანიის ვებგვერდივებ-დეველოპმენტი

სამშენებლო კომპანიის ვებგვერდი: პორტფოლიო და ნდობა

გაიგეთ, როგორ აქცევს სამშენებლო კომპანიის ვებგვერდი შესრულებულ სამუშაოებს ახალ შეკვეთებად და რატომ არის პორტფოლიო ნდობის მთავარი გარანტი.

13 ოქტომბერი, 2026
სტომატოლოგიური კლინიკის საიტი: ნდობა და ონლაინ ჩაწერა
სტომატოლოგიური კლინიკის საიტივებ-დეველოპმენტი

სტომატოლოგიური კლინიკის საიტი: ნდობა და ონლაინ ჩაწერა

გაიგეთ, როგორ უნდა დაიგეგმოს სტომატოლოგიური კლინიკის საიტი, რომ პაციენტმა სწრაფად ჩაეწეროს ვიზიტზე და პირველივე წამიდან იგრძნოს სანდოობა.

6 ოქტომბერი, 2026
საახალწლო გაყიდვები ონლაინ: მომზადების გზამკვლევი
საახალწლო გაყიდვები ონლაინელექტრონული კომერცია

საახალწლო გაყიდვები ონლაინ: მომზადების გზამკვლევი

გაიგეთ, როგორ მოამზადოთ ვებსაიტი და სოციალური ქსელები საახალწლო გაყიდვებისთვის დროულად, რათა სადღესასწაულო პიკს სრული მზადყოფნით შეხვდეთ.

29 სექტემბერი, 2026
მოქმედება

გჭირდებათ პროფესიონალური ვებსაიტი?

Wevosoft ქმნის სტრატეგიულ ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც ახალ კლიენტებს მოიზიდავს და ბიზნეს-შედეგებს გაზომავს.

დაგვიკავშირდით