ვებგვერდის ბრიფიტექნიკური დავალება

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲐᲛᲖᲐᲓᲝᲗ BRIEF ᲕᲔᲑᲒᲕᲔᲠᲓᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲙᲕᲔᲗᲐᲓ - ᲨᲐᲑᲚᲝᲜᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ

14 მაისი, 2026
Webpage Brief

წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ მკერავთან ახალი კოსტიუმის შესაკერად. შედიხართ ატელიეში და ეუბნებით - "მინდა კოსტიუმი". მკერავი დაგიწყებთ კითხვების დასმას: რა ფერი? რა ქსოვილი? რა ზომა? როდის გჭირდებათ? რა ბიუჯეტი გაქვთ? სად ჩაიცვამთ?

თუ პასუხები არ გაქვთ - ან არასწორ კოსტიუმს მიიღებთ ან ფასი იქნება ისეთი, რომელსაც არ ელოდით.

ზუსტად იგივე ხდება ვებგვერდის შეკვეთის შემთხვევაში. ბრიფი არის თქვენი "ზომების ცხრილი". კარგად მომზადებული ბრიფი არის წარმატებული პროექტის 80%. ცუდი ბრიფი ან მისი არარსებობა - გადახდილი ფული, დაკარგული დრო და სასურველი შედეგისგან განსხვავებული საიტი.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ რა არის ბრიფი, რას უნდა შეიცავდეს ის და მოგცემთ მზა შაბლონს, რომელიც პირდაპირ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პროექტისთვის.

რა არის ბრიფი და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?

ბრიფი (ინგლისურიდან "brief") არის წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად აღწერთ რა გჭირდებათ. ის არის ხიდი თქვენსა და დეველოპერებს შორის. თქვენი თავში არსებული იდეა გადადის ქაღალდზე ისე, რომ მისი წაკითხვის შემდეგ ნებისმიერ პროფესიონალს ერთნაირი წარმოდგენა ექმნება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს.

კარგი ბრიფი ცხოვრებას უადვილებს ყველას:

  • თქვენ ცხადად აყალიბებთ თქვენს მოლოდინებს და თავიდან გაირჩევთ რა გინდათ.
  • დეველოპერი ზუსტ ფასს გეტყვით, არა "დაახლოებით".
  • ვადები რეალური ხდება, არა ფანტასტიკური.
გონივრული ფასი, რეალური ვადა და სასურველი შედეგი - ეს სამივე ერთად მხოლოდ კარგი ბრიფის შემთხვევაში მიიღწევა.

რა ხდება როცა ბრიფი არ გაქვთ?

გადავიდეთ რეალურ ცხოვრებაში. აი როგორ მიდის ხოლმე საუბარი ბრიფის გარეშე:

კლიენტი: გამარჯობა, მინდა ვებგვერდი.

დეველოპერი: კარგი, რა ტიპის ვებგვერდი?

კლიენტი: კარგი, ლამაზი, თანამედროვე.

დეველოპერი: რა ბიზნესისთვის?

კლიენტი: კოსმეტიკის მაღაზიისთვის, ვყიდით ფეისბუქზე და ვებგვერდიც გვინდა.

დეველოპერი: ანუ ონლაინ მაღაზია?

კლიენტი: კი, მაგრამ რთული რომ არ იყოს. ფეისბუქიდანაც გვინდა მუშაობდეს.

დეველოპერი: რამდენი პროდუქტი გექნებათ?

კლიენტი: ბევრი... არ ვიცი ზუსტად... იქნებ 200, ან მეტიც.

ეს საუბარი ერთ თვეს გრძელდება. ბოლოს ვებგვერდი იქმნება, შემდეგ ირკვევა რომ კლიენტს რეალურად სხვა რამ უნდოდა. გადაკეთება სჭირდება. ფული გადახდილია. დრო დაკარგულია.


კარგი ბრიფი - 8 აუცილებელი სექცია

1. კომპანიის შესახებ

დაიწყეთ თქვენი ისტორიით. ვინ ხართ? რას აკეთებთ? რას ყიდით? რა გამოარჩევთ კონკურენტებისგან? რა არის თქვენი ღირებულებები?

დეველოპერმა უნდა იცოდეს ყველა დეტალი, რათა შესაბამისი დიზაინი და ტონი მოგცეთ. იურიდიული კომპანიის საიტი არ უნდა გავდეს სათამაშოების მაღაზიას.

2. პროექტის მიზნები

აქ ხშირად სვამენ ცუდად დასმულ კითხვას - "რა ვებგვერდი გინდათ?". სწორი კითხვა არის - "რა შედეგი გინდათ, რომ მოგვცეთ ვებგვერდმა?".

მაგალითად:

  • თვეში 50 ახალი კლიენტი ვიპოვო
  • ფეისბუქის რეკლამიდან მომავალი ხალხი ვაქციო მყიდველად
  • ჩემი ბრენდის სანდოობა გავიზარდო კორპორაციული კლიენტებისთვის
  • ცოცხალი ვაჭრობის გვერდით ონლაინ მაღაზიაც გავხსნა

კონკრეტული მიზანი დეველოპერს ეხმარება სწორი არქიტექტურის ასაგებად. "კარგი ვებგვერდი" - ეს არ არის მიზანი, ეს არის სურვილი.

3. სამიზნე აუდიტორია

ვინ მოვა თქვენს ვებგვერდზე? დიასახლისები 30-45 წლის? ბიზნესმენები 40-60? სტუდენტები? დედები პატარა ბავშვებით? კორპორაციული მენეჯერები?

აუდიტორიის გაგება განსაზღვრავს:

  • დიზაინის სტილს
  • ფერებს
  • ფონტებს
  • ვიზუალური ენის სიმარტივეს
  • ფუნქციონალს
  • გადახდის მეთოდებსაც კი (ხანდაზმული აუდიტორია გადარიცხვებს ამჯობინებს, ახალგაზრდები - Apple/google payს)

4. სასურველი ფუნქციონალი

აქ ჩამოწერეთ რას უნდა აკეთებდეს ვებგვერდი. რაც უფრო კონკრეტული ხართ, მით უკეთესი:

  • კონტაქტის ფორმა (რომელი ველებით?)
  • ბლოგი (რამდენი კატეგორიით?)
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო პრეზენტაცია მთავარ გვერდზე
  • მრავალენოვანი - ქართული, ინგლისური, რუსული?
  • ონლაინ გადახდა (რომელი მეთოდი?)
  • ჯავშნის სისტემა
  • ცოცხალი ჩატი
  • ანალიტიკის ინტეგრაცია
  • CRM-თან კავშირი
  • გაგზავნა Glovo-სთან ან სხვა მიწოდების სერვისთან

5. დიზაინი და სტილი

ეს რთული სექციაა, რადგან "სილამაზე" ყველასთვის სხვადასხვაა. სწორი მიდგომა - გიჩვენებთ რა მოგწონთ.

დაამატეთ ბრიფში:

  • 3-5 ვებგვერდი, რომელიც მოგწონთ (და დაწერეთ რა მოგწონთ მათში)
  • 1-2 ვებგვერდი, რომელიც არ მოგწონთ (და რატომ)
  • თქვენი ბრენდის ფერები (თუ უკვე გაქვთ)
  • თქვენი ლოგო
  • ფონტები, რომელიც გამოყენებული გაქვთ სხვა მასალაში
  • ზოგადი განცდა - მინიმალისტური, თამამი, ლუქს, ცოცხალი, კონსერვატიული?

"ლამაზი" - ვერცერთი დეველოპერი ან დიზაინერი ვერ მიხვდება რას ნიშნავს ეს თქვენთვის. "Apple-ის გვერდის სტილში, მხოლოდ უფრო თბილი ფერებით" - ეს უკვე გასაგებია.

6. კონტენტი - ვინ მოამზადებს?

ეს კითხვა ხშირად გვერდით რჩება და მერე პრობლემა ხდება. ვინ მოამზადებს:

  • ტექსტებს თითოეული გვერდისთვის?
  • პროდუქტების ფოტოებს?
  • გუნდის წევრების ფოტოებს?
  • ლოგოს (თუ ჯერ არ გაქვთ)?
  • ვიდეო მასალას?
  • ბლოგის სტატიებს?
  • SEO ტექსტებს?

თუ თქვენ მოგვცემთ - მიუთითეთ ვადები. თუ დეველოპერმა უნდა მოგამზადოთ - ეს დამატებითი ფასია, რომელიც ბრიფშივე უნდა ფიქსირდებოდეს.

7. ბიუჯეტი და ვადები

ბევრი კლიენტი ერიდება ბიუჯეტის გამხელას. ეს არასწორი მიდგომაა.

დეველოპერი ფასს ფუნქციონალის მიხედვით ადგენს, არა იმის მიხედვით რა გაქვთ ჯიბეში. თუ ბიუჯეტი 3,000₾ გაქვთ და ჩვენ 30,000₾-ის ფუნქციონალს გვთხოვთ - ეს ცუდი დასაწყისია ორივესთვის. ბევრად უკეთესია გულახდილად ვთქვათ:

"ჩემი ბიუჯეტი დაახლოებით 5,000-7,000₾-ია. ამ ფარგლებში რა შეიძლება გაკეთდეს?"

დეველოპერი ან მოგცემთ რეალურ ვარიანტებს, ან გადახედავს რას გეგმავთ და შემოგთავზებთ თქვენზე მორგებულ ვარიანტს.

ვადებსაც იგივე ეხება. "მინდა მაქსიმალურად სწრაფად" - ეს არ არის ვადა.

8. პროექტის შემდგომი საფორთი

ხშირად ბრიფი ვებგვერდის ჩაბარებით მთავრდება. ეს არასწორია. წინასწარ უნდა შევთანხმდეთ:

  • ვინ უმასპინძლებს ვებგვერდს (hosting)?
  • ვინ უზრუნველყობს განახლებას?
  • ვის მიმართოთ თუ რამე გაფუჭდება?
  • როგორ ემატება ახალი კონტენტი?
  • კოდი ვისი საკუთრებაა - ჩემი თუ დეველოპერის?


მზა შაბლონი - ჩაამატე ცარიელი ადგილებში

ქვემოთ მოცემული შაბლონი შეგიძლიათ პირდაპირ გადააკოპიროთ თქვენს დოკუმენტში და შეავსოთ. ეს არის ის შაბლონი, რომელსაც Wevosoft-ი იყენებს და რომელიც კარგად მუშაობს ნებისმიერი ზომის პროექტისთვის.

კომპანიის შესახებ

კომპანიის სახელი: _______________

საქმიანობის სფერო: _______________

დაარსების წელი: _______________

თანამშრომელთა რაოდენობა: _______________

გვერდი ფეისბუქზე: _______________

ვებგვერდი (ძველი, თუ გაქვს): _______________

2-3 წინადადებით - რას აკეთებთ: _______________

რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან: _______________

პროექტის მიზნები

რა შედეგი გინდათ ვებგვერდისგან (3 მთავარი):

1. _______________

2. _______________

3. _______________

როგორ გავიგებთ, რომ პროექტი წარმატებულია (კონკრეტული რიცხვები): _______________

სამიზნე აუდიტორია

ვინ მოვა თქვენს ვებგვერდზე:

ასაკი: _______________

სქესი: _______________

გეოგრაფია: _______________

შემოსავლის დონე: _______________

რა აქვს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი: _______________

რა პრობლემას უწყვეტთ თქვენ: _______________

სასურველი ფუნქციონალი

მონიშნეთ რომელი გჭირდებათ:

  • ☐ კონტაქტის ფორმა
  • ☐ ბლოგი
  • ☐ ფოტოგალერეა
  • ☐ ვიდეო პრეზენტაცია
  • ☐ მრავალენოვანი (მიუთითე რომელი ენები): _______________
  • ☐ ონლაინ მაღაზია
  • ☐ ონლაინ გადახდა
  • ☐ ჯავშნის სისტემა
  • ☐ ცოცხალი ჩატი
  • ☐ AI ჩატბოტი
  • ☐ ნიუსლეტერი (ემაილ მარკეტინგი)
  • ☐ წევრების სისტემა (registration / login)
  • ☐ პერსონალური კაბინეტი
  • ☐ CRM ინტეგრაცია
  • ☐ Google Analytics, Meta Pixel
  • ☐ სხვა: _______________

დიზაინი და სტილი

3 ვებგვერდი, რომელიც მოგწონთ (URL და რა მოგწონთ):

1. URL: _____________ რა მომწონს: _____________

2. URL: _____________ რა მომწონს: _____________

3. URL: _____________ რა მომწონს: _____________

1-2 ვებგვერდი, რომელიც არ მოგწონთ (URL და რატომ):

1. URL: _____________ რატომ არ მომწონს: _____________

2. URL: _____________ რატომ არ მომწონს: _____________

ბრენდის ფერები (თუ გაქვს): _______________

ლოგო: ☐ უკვე გვაქვს ☐ უნდა მოვამზადოთ

ზოგადი განცდა (აირჩიე): ☐ მინიმალისტური ☐ თამამი ☐ ლუქს ☐ ცოცხალი ☐ კონსერვატიული ☐ თამაშებრივი

კონტენტი

ტექსტი: ☐ ჩვენ მოვამზადებთ ☐ Wevosoft-ი მოამზადოს

ფოტოები: ☐ ჩვენი გვაქვს ☐ უნდა გადავიღოთ ☐ სტოკ ფოტოები გამოვიყენოთ

ვიდეო: ☐ გვაქვს ☐ უნდა გადავიღოთ ☐ არ გვჭირდება

SEO ტექსტი: ☐ ჩვენ ☐ Wevosoft-ი

ბიუჯეტი და ვადები

ბიუჯეტი: _______________ ₾ - _______________ ₾

სასურველი დასრულების თარიღი: _______________

გადახდის ფორმა: ☐ წინასწარ სრულად ☐ ეტაპებზე (50/50) ☐ ეტაპებზე (30/40/30)

დამატებითი ინფორმაცია

რა ფიქრობთ, არის თქვენი პროექტის ყველაზე რთული ნაწილი: _______________

რა ფიქრობთ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი (პრიორიტეტი 1): _______________

კიდევ რა გვინდა გვაცნობოთ: _______________



რეალური მაგალითი - კარგი ბრიფი მოქმედებაში

აი როგორ გამოიყურება კარგად შევსებული ბრიფი (გამოგონილი მაგალითი, რომელიც რეალურს ჰგავს):

კომპანია: "თეთრი ბაღი" - ბავშვთა საქონლის ონლაინ მაღაზია, არსებობს 2 წელია, ვმუშაობთ მხოლოდ ფეისბუქზე, თვეში 200-300 შეკვეთა.

მიზანი: გადავიდე ფეისბუქიდან ვებგვერდზე. შემოსავლის გაზრდა 50%-ით 6 თვეში. სიის (catalog) უკეთესი წარდგენა - ფეისბუქზე 500 პროდუქტიდან რთულია არჩევანი.

აუდიტორია: დედები 25-40 წლის, თბილისიდან და ბათუმიდან, საშუალო შემოსავლის. ისინი ცდილობენ კარგი ხარისხის პროდუქტი იპოვონ რეალურ ფასად. ფეისბუქით ვაჭრობას ენდობიან, მაგრამ ნორმალური საიტი გაზრდის გაყიდვებს.

ფუნქციონალი: 500+ პროდუქტი კატალოგით, ფილტრით (ასაკი, ფასი, კატეგორია), კალათა, TBC და BOG ბანკის ბარათით გადახდა, Cash on Delivery, Glovo ინტეგრაცია მიწოდებისთვის, ცოცხალი ჩატი ფეისბუქ მესენჯერთან კავშირით.

დიზაინი: "მინდა გავდეს Mothercare-ის საიტს, მაგრამ უფრო თბილი და ქართულად. არ მინდა იყოს ისე "ცივი" როგორც მსგავსი მაღაზიების უმეტესობა." ბრენდის ფერები - ღია ვარდისფერი და თეთრი.

კონტენტი: "ფოტოები ჩვენ გვაქვს. ტექსტი დაგვწერეთ თქვენ, რადგან ჩვენ არც დრო გვაქვს, არც ცოდნა."

ბიუჯეტი: 8,000-12,000₾

ვადა: 2 თვე (1 თვის შემდეგ ფეისბუქის ახალი კამპანია იწყება და ვებგვერდი მზად უნდა იყოს)

დამატებითი: "ფეისბუქით ვაჭრობას არ ვტოვებთ. ვებგვერდი არ უნდა იყოს მისი შემცვლელი, არამედ დანამატი."


ხშირი შეცდომები ბრიფის მომზადებისას

  1. ძალიან ზოგადია. "ლამაზი, თანამედროვე, მოქნილი" - ეს არაფერს ნიშნავს. იყავი კონკრეტული.
  2. ფუნქციონალის ნაცვლად დიზაინზე ფოკუსი. "ფონი მინდა ლურჯი" - ეს მნიშვნელოვანი არ არის. "მინდა ფილტრი, რომ მომხმარებელმა ფერით აარჩიოს პროდუქტი" - აი ეს მნიშვნელოვანია.
  3. არარეალური ვადები-  "1 კვირაში მინდა" - ვერც ერთი სერიოზული პროექტი 1 კვირაში ვერ გაკეთდება.
  4. კონკურენტების ანალიზის გარეშე. ჩამოწერეთ 3 კონკურენტი - მათი ვებგვერდის სუსტი მხარეები შესაძლოა თქვენი უპირატესობა გახდეს.
  5.  თუ კომპანიაში რამდენიმე გადაწყვეტილების მიმღები ხართ - ბრიფი ერთად შეადგინეთ. ეს დაგეხმარებათ მეტი დახვეწილი იდეის გენერირებაში და საბოლოოდ ყველასთვის მოსაწონ შედეგსაც მიიღებთ.


როდის უნდა მოვამზადო ბრიფი?

სანამ პირველი დეველოპერისთვის ხელშეკრულებას წაიკითხავთ, ბრიფი მზად უნდა გქონდეთ. იდეალურია მისი მომზადება ჯერ კიდევ ფასების კვლევის ეტაპზე:

  1. კვირა 1: ბრიფი მოამზადეთ
  2. კვირა 2: 3-5 დეველოპერ კომპანიას გაუგზავნეთ შეთავაზებისთვის
  3. კვირა 3: ფასებისა და გეგმების შედარება
  4. კვირა 4: არჩევანი, ხელშეკრულება, წინასწარი გადახდა

თუ ერთსა და იმავე ბრიფს უგზავნით ყველა კომპანიას - ფასების შედარება სამართლიანი იქნება.


დასკვნა

ბრიფი თქვენი დროის 2-3 საათია.

კარგად მომზადებული ბრიფი არის თქვენი დაცვა. ის გადადის თქვენი თავიდან ქაღალდზე, ქაღალდიდან კოდში, კოდიდან მუშა ვებგვერდამდე. ყოველი ეტაპი ცხადია. ყოველი ნაბიჯი გასაგებია. ბოლოს მიიღებთ ისეთ ვებგვერდს, რომელიც სწორედ ისეთია, როგორიც გინდოდათ .

გჭირდებათ კონსულტაცია ბრიფის მომზადებაში ან მზად ხართ პროექტისთვის? Wevosoft-ში ვიმუშავეთ 50+ პროექტზე და ვიცით, რა მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაციის დაწყება. პირველი კონსულტაცია უფასოა - ერთად ვისაუბრებთ თქვენი პროექტის სპეციფიკაზე და დაგეხმარებით ბრიფის სრულყოფაში. მიიღე უფასო კონსულტაცია

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

რა მოცულობის უნდა იყოს ბრიფი?

2-5 გვერდი ჩვეულებრივი პროექტისთვის სრულიად საკმარისია. რთული პროექტებისთვის (ENTERPRISE სისტემები) შეიძლება 10-20 გვერდი . მთავარია არა მოცულობა, არამედ ის, რომ ყველა მნიშვნელოვანი კითხვა პასუხგაცემული იყოს.

თუ ჯერ კარგად არ ვიცი რა მინდა - მაინც გავაკეთო ბრიფი?

დიახ, აუცილებლად. სწორედ ბრიფის მომზადების პროცესში დააფიქსირებთ რა იცით და რა - არ. შეგიძლიათ მონიშნოთ "არ ვიცი" და დეველოპერთან ერთად განვიხილოთ. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე საუბრიდან საუბრამდე გადასვლა გადაწყვეტილების გარეშე.

ბრიფი უნდა შეიცავდეს ტექნიკურ დეტალებს?

არა, ეს არ არის სავალდებულო და ხშირად ცუდი იდეაა. ბრიფი არის თქვენი ბიზნეს მოლოდინების დოკუმენტი - "მინდა მომხმარებელმა ფერით აარჩიოს". რა ტექნოლოგიით გაკეთდება ეს - დეველოპერი გადაწყვეტს. თქვენ უნდა იცოდეთ რა, არა როგორ.

თუ უკვე გავუგზავნე ბრიფი დეველოპერს და ცვლილება მომინდა - რას ვქნა?

ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარია, რომ ცვლილებაც ბრიფივით წერილობით დაფიქსირდეს. ისე, ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ფასზე და ვადებზე - ეს წინასწარ უნდა შეთანხმდეს.

დეველოპერი მთხოვს ბრიფს - ეს კარგი ნიშანია?

დიახ, ეს ძალიან კარგი ნიშანია. ის დეველოპერი, რომელიც ბრიფს არ ითხოვს, ან გამოუცდელია, ან მისთვის ფასი მნიშვნელოვანი არ არის - მთავარია გადახდა მიიღოს. პროფესიონალური სააგენტოები აუცილებლად ითხოვენ ბრიფს.

შემიძლია ერთი და იგივე ბრიფი რამდენიმე კომპანიას გავუგზავნო?

დიახ და უნდა გავუგზავნოთ კიდეც. ეს ე.წ. "tender" პროცესია. 3-5 კომპანიის შეთავაზებათა შედარება საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების გზაა - არა მხოლოდ ფასით, არამედ მათი მიდგომით.

რა მოხდება თუ ბრიფი არ მექნება?

თეორიულად დეველოპერი მაინც გააკეთებს რაღაცას. პრაქტიკულად - ფასი იქნება 30-50%-ით ძვირი , ვადები გადადება, შედეგი თქვენი მოლოდინისგან განსხვავდება. ბრიფი - ეს არ არის ბიუროკრატია, ეს არის თქვენი ფულის და დროის დაცვა.


ჩვენი სერვისები:

ვებ დეველოპმენტი

სოციალური მედიის მართვა

ბრენდიგნი

ფოტო და ვიზეო გადაღება

მსგავსი სტატიები

კიდევ წაიკითხეთ

marketing
B2B მარკეტინგისააგენტოს მომსახურება

უხილავი პროდუქტის ხელოვნება: როგორ უნდა გაყიდოთ სერვისი, რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს?

როგორ ვყიდით არამატერიალურ სერვისებს? გაიგეთ, როგორ ეხმარება ვებგვერდის დამზადება, სოციალური მედიის მართვა და სტრატეგიული კომუნიკაცია კლინიკებს, იურისტებსა და სააგენტოებს ნდობის მოპოვებაში.

10 ივნისი, 2026
choice between web development
ბრენდის სანდოობავებგვერდის დამზადება

როგორ ხვდება მომხმარებელი, სანდოა თუ არა თქვენი ბიზნესი? ციფრული ფაქტორები

როგორ საზღვრავს მომხმარებელი ბიზნესის სანდოობას ციფრულ ეპოქაში? გაიგეთ, როგორ მოქმედებს პროფესიონალური ვებგვერდის დამზადება და სოციალური მედიის მართვა მომხმარებლის ქვეცნობიერ გადაწყვეტილებაზე.

5 ივნისი, 2026
Restaurant QR menu
QR მენიუ რესტორნისთვისმაგიდების დაჯავშნა

რესტორნისა და კაფეს ვებგვერდის შექმნა - ელექტრონული მენიუს დამზადება

რესტორნისა და კაფეს ვებგვერდის შექმნა და ინტერაქტიული ელექტრონული მენიუს დამზადება. გაზარდეთ გაყიდვები QR მენიუსა და მაგიდების ჯავშნის სისტემის დანერგვით Glovo-ს საკომისიოების გარეშე.

26 მაისი, 2026
მოქმედება

გჭირდებათ პროფესიონალური ვებსაიტი?

Wevosoft ქმნის სტრატეგიულ ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც ახალ კლიენტებს მოიზიდავს და ბიზნეს-შედეგებს გაზომავს.

დაგვიკავშირდით