ვებ გვერდის ფასი, ვებ დეველოპმენტიბიზნესი

რა ღირს ვებ გვერდის დამზადება საქართველოში 2026 წელს?

27 მარტი, 2026
ra-ghirs-veb-gverdis-damzadeba-saqarthveloshi-2026-tsels

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც კლიენტები გვისვამენ, არის - „რა ღირს ვებ გვერდის დამზადება?“ პასუხი ხშირად არის - „დამოკიდებულია ვებგვერდის სირთულეზე“. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული დიაპაზონების მითითება შეუძლებელია.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რა განსაზღვრავს ვებ გვერდის ფასს 2026 წელს, რა ტიპის საიტები არსებობს და დაახლოებით რა შეიძლება იყოს თითოეულის ფასი საქართველოს ბაზარზე.

რა განსაზღვრავს ვებ გვერდის ფასს?

1. საიტის ტიპი და სირთულე

ერთგვერდიანი ლენდინგი და 50-გვერდიანი ონლაინ მაღაზია ერთსა და იმავე ფასად ვერ გაკეთდება. რაც უფრო მეტი ფუნქციონალია - მით მეტი დრო სჭირდება დეველოპმენტს.

2. დიზაინი

შაბლონზე დაფუძნებული დიზაინი ბევრად იაფია, ვიდრე ნულიდან შექმნილი უნიკალური UI/UX დიზაინი. უნიკალური დიზაინი ბიზნესს კონკურენტებისგან გამოარჩევს და უფრო მაღალ კონვერსიას უზრუნველყოფს.

3. ტექნოლოგია

WordPress-ზე აწყობილი საიტი ჩვეულებრივ უფრო იაფია, ვიდრე Next.js-ზე შექმნილი. თუმცა ტექნოლოგიის არჩევანი გავლენას ახდენს სიჩქარეზე, უსაფრთხოებაზე და გრძელვადიან ხარჯებზე.

შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი სტატია ამის შესახებ Next.js vs Wordpess

4. CMS (Content Management System)

CMS საშუალებას გაძლევთ თავად დაარედაქტიროთ საიტის კონტენტი. მისი ინტეგრაცია ზრდის დეველოპმენტის დროს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ფულს ზოგავს.

5. SEO ოპტიმიზაცია

საბაზისო SEO (meta tags, sitemap) ხშირად პროექტის ფასში შედის, ხოლო სრული SEO ოპტიმიზაცია ხშირად ცალკე მომსახურებაა.

6. ინტეგრაციები

ონლაინ გადახდა, CRM ინტეგრაცია, ჩატბოტი ან ბუქინგის სისტემა - თითოეული დამატებითი ფუნქცია ზრდის პროექტის ღირებულებას.

ვებ გვერდის ტიპები და ფასები 2026 წელს

ლენდინგ გვერდი (Landing Page)

ერთგვერდიანი საიტი კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის წარმოსადგენად.

ფასი საქართველოში: 700 - 3,000 ლარი

ვადა: 1–2 კვირა

ბიზნეს ვებ გვერდი (Corporate Website)

5–15 გვერდიანი საიტი ბიზნესისთვის.

ფასი საქართველოში: 2,500 - 8,000 ლარი

ვადა: 3–6 კვირა

ონლაინ მაღაზია (E‑commerce)

პროდუქტების კატალოგი, კალათა, ონლაინ გადახდები და შეკვეთების მართვა.

ფასი საქართველოში: 5,000 - 20,000+ ლარი

ვადა: 6–12 კვირა

ვებ აპლიკაცია (Web Application)

მორგებული პლატფორმა სპეციფიკური ფუნქციებით.

ფასი საქართველოში: 10,000 - 50,000+ ლარი

ვადა: 2–6 თვე

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფასთან ერთად

გრძელვადიანი ხარჯები

ვებ გვერდის შექმნის გარდა არსებობს დამატებითი ხარჯებიც: ჰოსტინგი, დომენი და ტექნიკური მხარდაჭერა.

სიჩქარე და Performance

თუ საიტი ნელა იტვირთება, მომხმარებლები ხშირად ტოვებენ მას. Google-ის მონაცემებით, მომხმარებლების დიდი ნაწილი ტოვებს საიტს, თუ ის 3 წამზე მეტხანს იტვირთება.

SEO - მოიძებნება თუ არა Google-ში

ბევრი ლამაზი ვებ გვერდი არსებობს, რომელსაც ვერავინ პოულობს Google-ში. SEO ოპტიმიზაცია საიტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

მობილური ვერსია

საქართველოში ინტერნეტ ტრაფიკის დიდი ნაწილი მობილური მოწყობილობებიდან მოდის, ამიტომ მობილურზე მორგებული დიზაინი აუცილებელია.

შეჯამება

2026 წელს ვებ გვერდის ფასი საქართველოში დაახლოებით 700 ლარიდან 50,000+ ლარამდე მერყეობს. მთავარია იპოვოთ გუნდი, რომელიც გაიგებს თქვენს ბიზნეს მიზნებს და შექმნის ვებ გვერდს, რომელიც რეალურ შედეგებს მოიტანს.

ამ ყველაფერში კი Wevosoft ის გუნდი დაგეხმარებათ. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ნებისმიერი სირთული ვებგვერდი, დაწყებული ლენდინგ გვერდიდან დამთავრებული რთული ფუნქიონალის მქონე საიტამდე. დაჯავშნე შეხვედრა, რათა გაიგო რომელი არის შეთვის პრიორიტეტული ან დაგვიკავშირდი პირდაპირ ნომერზე.

მსგავსი სტატიები

კიდევ წაიკითხეთ

ტურისტული სააგენტოს ვებგვერდი: ჯავშნები და ახალი ნაკადი
ტურისტული სააგენტოს ვებგვერდივებ-დეველოპმენტი

ტურისტული სააგენტოს ვებგვერდი: ჯავშნები და ახალი ნაკადი

როგორ ეხმარება ტურისტული სააგენტოს ვებგვერდი კომპანიას უცხოელი მომხმარებლების მოზიდვასა და გაყიდვების ავტომატიზაციაში. გაიგეთ ძირითადი ეტაპები.

10 ნოემბერი, 2026
საბავშვო ბაღის ვებგვერდი: როგორ შევქმნათ ნდობა
საბავშვო ბაღის ვებგვერდივებ-დეველოპმენტი

საბავშვო ბაღის ვებგვერდი: როგორ შევქმნათ ნდობა

გაიგეთ, როგორ ეხმარება საბავშვო ბაღის ვებგვერდი და ცოცხალი ფოტოები მშობლებს სწორი არჩევანის გაკეთებაში Indigo Kids-ის მაგალითზე.

3 ნოემბერი, 2026
სასტუმროს ვებგვერდის შექმნა: მეტი პირდაპირი ჯავშანი
სასტუმროს ვებგვერდის შექმნავებ-დეველოპმენტი

სასტუმროს ვებგვერდის შექმნა: მეტი პირდაპირი ჯავშანი

გაიგეთ, როგორ ეხმარება სასტუმროს ვებგვერდის შექმნა ბიზნესს საკომისიოების შემცირებაში, პირდაპირი ჯავშნების გაზრდასა და სტუმრებთან გრძელვადიან ურთიერთობაში.

27 ოქტომბერი, 2026
მოქმედება

გჭირდებათ პროფესიონალური ვებსაიტი?

Wevosoft ქმნის სტრატეგიულ ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც ახალ კლიენტებს მოიზიდავს და ბიზნეს-შედეგებს გაზომავს.

დაგვიკავშირდით