ვებ გვერდის შეკვეთაბიზნესივებ დეველოპმენტირჩევები

5 შეცდომა ვებ გვერდის შეკვეთისას

31 მარტი, 2026
5 mistakes cover image

50-ზე მეტ პროექტზე მუშაობის გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ - ვებ გვერდის შეკვეთისას ბიზნესები ხშირად ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ.

შეცდომა #1: „მინდა ზუსტად ისეთი საიტი, როგორიც კონკურენტს აქვს"

პრობლემა: კონკურენტის საიტის კოპირება ნიშნავს, რომ თქვენი ბრენდი ვერ იქნება განსხვავებული. Google-ს არ უყვარს ერთნაირი საიტები.

რა უნდა გააკეთოთ ამის ნაცვლად: კონკურენტის საიტი გამოიყენეთ როგორც ინსპირაცია, მაგრამ არა როგორც ნიმუში. თქვენი ბიზნესი უნიკალურია, შესაბამისად, ვებ გვერდიც უნიკალური უნდა იყოს.

შეცდომა #2: „SEO მოგვიანებით გავაკეთებთ"

ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული შეცდომა. SEO არ არის „დანამატი" - ეს ფუნდამენტია.

როცა SEO დასაწყისშივე არ არის ჩაშენებული:

  • URL სტრუქტურა არასწორია
  • სურათებს alt ტექსტი არ აქვს
  • Meta tags არ არის
  • Sitemap და robots.txt არ არსებობს

რა უნდა გააკეთოთ ამის ნაცვლად:  პირველივე დღიდან კითხეთ დეველოპერს: „sitemap.xml იქნება? meta tags? Schema markup? PageSpeed რამდენი იქნება?"

ეს გაგიმარტივებთ სამომავლოდ საქმეს და დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ვებგევრდი googleს საძიებო სისტებეში იძებნებოდეს, რაც გაყიდვებს შეუწყობს ხელს.

შეცდომა #3: მხოლოდ ფასზე ფოკუსირება

ყველაზე იაფი შეთავაზების არჩევა ხშირად ყველაზე ძვირი გადაწყვეტილებაა.

გთავაზობთ ერთ-ერთი მომხარებლის რეალურ ისტორიას: ერთ-ერთმა კლიენმა ჯერ 500-ლარიანი საიტი შეუკვეთა ფრილანსერს. 6 თვის შემდეგ ჩვენთან მოვიდა თავიდან გასაკეთებლად. საბოლოოდ 500 + 3,000 = 3,500 ლარი დახარჯა, ნაცვლად 3,000-ისა.

რა უნდა გააკეთოთ ამის ნაცვლად:  ფასთან ერთად შეადარეთ ტექნოლოგია, პორტფოლიო, SEO, მხარდაჭერა და Google Reviews. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს და ნაკლებ დროშიც მიიღებთ რეალურ შედეგს.

შეცდომა #4: „სოციალური მედია საკმარისია, ვებ გვერდი არ მჭირდება"

Instagram-ის პოსტები Google-ში რთულად ინდექსირდება, ხოლო Facebook გვერდი სრულად თქვენს კონტროლში არ არის - Meta-ს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს ალგორითმი, რაც თქვენს ხილვადობაზე პირდაპირ აისახება.

სოციალური მედია სავიზიტო ბარათია, ვებ გვერდი კი - ოფისი. თქვენი ბიზნესის სწორად წარმოსაჩენად კი თქვენ ორივე გჭირდებათ.

რა უნდა გააკეთოთ ამის ნაცვლად:  გამოიყენეთ სოციალური მედია აუდიტორიის მოსაზიდად, ხოლო რეალური შედეგებისთვის - გაყიდვების, დაჯავშნების ან კონტაქტის მისაღებად — მიმართეთ მომხმარებლები თქვენს ვებგვერდზე.

შეცდომა #5: საიტის გაშვების შემდეგ მიდგომა - „დავასრულე და დავივიწყე“

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ვებგვერდი მუდმივ განვითარებას, განახლებასა და ოპტიმიზაციას საჭიროებს, რათა რეალური შედეგი მოიტანოს. ვებ გვერდი არ არის ერთჯერადი პროექტი - ეს არის ცოცხალი პლატფორმა. 2 წლის განმავლობაში განუახლებელი საიტი SEO-ს კარგავს და კონკურენტები კი წინ მიდიან.

რა უნდა გააკეთოთ ამის ნაცვლად:  მინიმუმ თვეში ერთი ბლოგპოსტი, კვარტალში ერთხელ კონტენტის განახლება და უსაფრთხოების რეგულარული განახლებები - სწორედ ეს მიდგომა დაეხმარება თქვენს ვებგვერდს, რეალური შედეგების მოიტანაში.

ბონუს: კითხვები დეველოპერისთვის

  1. რა ტექნოლოგიით აშენებთ და რატომ?
  2. SEO ოპტიმიზაცია შედის ფასში?
  3. შევძლებ საიტის დამოუკიდებლად მართვას (CMS)?
  4. მობილურზე როგორ გამოიყურება?
  5. ტექნიკური მხარდაჭერა რა ვადით არის?


ჩვენი სერვისები

გჭირდებათ კონსულტაცია? დაჯავშნეთ უფასოდ →


მსგავსი სტატიები

კიდევ წაიკითხეთ

Website Development for Professional Image
საიტის დამზადებაპროფესიონალური იმიჯი

საიტის დამზადება პროფესიონალური იმიჯისთვის - როგორ ზრდის ვებსაიტი ნდობას?

ვებსაიტი თქვენი ბიზნესის ციფრული სავიზიტო ბარათია. გაიგეთ, როგორ მოქმედებს პროფესიონალური საიტის დამზადება ბრენდის იმიჯზე და როგორ აყალიბებს ის მომხმარებლის ნდობას.

6 ივლისი, 2026
Website Development for Small Business
საიტის შექმნა მცირე ბიზნესისთვისვებგვერდის დამზადება

საიტის შექმნა მცირე ბიზნესისთვის - რა არის აუცილებელი და რა ზედმეტი?

როგორ უნდა დაიგეგმოს ვებგვერდი მცირე ბიზნესისთვის? გაიგეთ, რა არის აუცილებელი ფუნქციონალი ციფრული წარმატებისთვის და როგორ ავირიდოთ თავიდან ზედმეტი ხარჯები.

3 ივლისი, 2026
Website Development for Business
საიტის შექმნა ბიზნესისთვისვებგვერდის დამზადება

საიტის შექმნა ბიზნესისთვის - რა შეცდომები კლავს გაყიდვებს?

საიტის შექმნა მხოლოდ ლამაზი დიზაინი არ არის. გაიგეთ, რომელი კრიტიკული შეცდომები უშლის ხელს თქვენს ვებგვერდს კლიენტების მოზიდვასა და კონვერტაციაში.

29 ივნისი, 2026
მოქმედება

გჭირდებათ პროფესიონალური ვებსაიტი?

Wevosoft ქმნის სტრატეგიულ ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც ახალ კლიენტებს მოიზიდავს და ბიზნეს-შედეგებს გაზომავს.

დაგვიკავშირდით